საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროპარლამენტარი სუს-ის ფაილებზე: პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ ევროპარლამენტარი სუს-ის ფაილებზე: პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "აღმაშფოთებელია". 

გალერის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასაც უსმენენ.

ევროპარლამენტარი მოუწოდებს მთავრობას, გამოიკვლიოს, თუ ვინ გასცა უკანონოდ მოსმენების ბრძანება და არ კონცენტრირდეს უფრო მეტად საკითხზე, თუ როგორ გასაჯაროვდა ე.წ. სუს-ის კრებსები.

გალერი ამბობს, რომ მოსმენების შესახებ ინფორმაცია ადასტურებს, თუ რამდენად უკონტროლოა რიგი სტრუქტურები.

„ფუნქციონირებად, დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა", - ამბობს ევროპარლამენტარი. 

ე.წ. სუს-ის ფაილებმა ინტერნეტში სექტემბერში გაჟონა. შესაძლო მოსმენების შესახებ გაკეთებულ ასეულობით ჩანაწერში მოხვდნენ სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

"სუს-ის კრებსებში" თავმოყრილი იყო ინფორმაცია ადამიანებს შორის საუბრებზე, სასულიერო იერარქების პირად ცხოვრებაზე. გაშიფრული იყო სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების საუბრები კონკრეტულ მოვლენებზე.

ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს იმ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

 

კომენტარები