საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გალერი სააკაშვილზე: ვისურვებდი, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები პოლიტიკურად წყდებოდეს გალერი სააკაშვილზე: ვისურვებდი, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები პოლიტიკურად წყდებოდეს
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე მიხაელ გალერი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

გალერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისურვებდა, პოლიტიკური საკითხები "არ გადადიოდეს სასამართლოს სფეროში". ევროპარლამენტარმა პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითად უკრაინაში იულია ტიმოშენკოს დევნა მოიყვანა.

„მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას", - განაცხადა გალერმა. 

ევროპარლამენტარისვე თქმით, ქართველი დაიღალა "პოლიტიკური ჩიხით და ატმოსფეროთი".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

კომენტარები