საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ზარქუა გალერზე: ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემი აზრით, არის უღირსი ზარქუა გალერზე: ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემი აზრით, არის უღირსი
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიხაელ გალერის  მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ბევრი ევროპარლამენტარია.. უღირსი".

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შეიძლება ითქვას, ანტიდასავლური განცხადება მიხაელ გალერის კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა. "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარემ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ თქვა, რომ "პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას". 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საინტერესოა იმ ადამიანების აზრი, ვინც საქართველოს მეგობრები არიან და "არა ნაციონალური მოძრაობის".

„უცხო ქვეყნის მოქალაქე როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის ჩარევა სხვა, მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში... ბევრი ევროპარლამენტარია, რომელიც ჩემი აზრით, არის უღირსი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

მიხაელ გალერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ისურვებდა, პოლიტიკური საკითხები "არ გადადიოდეს სასამართლოს სფეროში". 

ევროპარლამენტარისვე თქმით, ქართველი დაიღალა "პოლიტიკური ჩიხით და ატმოსფეროთი".

 

კომენტარები