საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ,”- დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილზე “ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ,”- დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილზე
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ საქართველოში დაკავებულ მიხეილ სააკაშვილთან და მას საზღვარგარეთ გასაჭირში არ დატოვებენ.

მინისტრის თქმით, უკრაინის მხარე ახლა სრულად სწავლობს ამ საქმის იურიდიულ მხარეს, რათა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ.

“როცა გადაწყდება, რა გზით ვიაროთ, ეს კი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას,“- დასძინა კულებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი ინსტიტუტი იმუშავებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 8 წელია არ ყოფილა. უკანასკნელ წლებში ის უკრაინაში ცხოვრობდა და ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს გაასაჯაროვა. მან თავდაპირველად Facebook-ზე დაპოსტა, შემდეგ კი ვიდეოები გაავრცელა. 

სააკაშვილი 1 ოქტომბერსვე დააპატიმრეს. ის მე-13 დღეა, შიმშილობს. სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები