საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ გამოსვლის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

მიტროპოლიტი ერთერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. 

"ქვეყანა ასე უკეთესად განვითარდება", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს გაასაჯაროვა. მან თავდაპირველად Facebook-ზე დაპოსტა, შემდეგ კი ვიდეოები გაავრცელა. 

სააკაშვილი 1 ოქტომბერსვე დააპატიმრეს. ის მე-13 დღეა, შიმშილობს. სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები