საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მიტროპოლიტი: სააკაშვილს ვთხოვე, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა მიტროპოლიტი: სააკაშვილს ვთხოვე, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა
სტატია გამოქვეყნებულია 2 კვირის წინ

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან "მიტევებისა და შეწყნარების" მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მიტროპოლიტმა მედიასთან თქვა, რომ ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა, რომ საზოგადოებაში დასრულდეს დაპირისპირება, სიძულვილის ენით საუბარი. 

„ვთხოვე და მის მიმართვაში ჩაწერა, მინდა თქვენც გთხოვოთ - შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა", - მიმართა მან ჟურნალისტებს.

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულება და ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელის მოწერა მისი პირადი პოზიციაა და ამ საკითხზე სინოდის წევრებს არ უსაუბრიათ.

მიტროპოლიტი ერთერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. 

"ქვეყანა ასე უკეთესად განვითარდება", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს გაასაჯაროვა. მან თავდაპირველად Facebook-ზე დაპოსტა, შემდეგ კი ვიდეოები გაავრცელა. 

სააკაშვილი 1 ოქტომბერსვე დააპატიმრეს. ის მე-13 დღეა, შიმშილობს. სააკაშვილის მკურნალი ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები