საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქართული მხარე რუსეთის ინიციატივას ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დელიმიტაციაზე მიუღებელს უწოდებს ქართული მხარე რუსეთის ინიციატივას ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დელიმიტაციაზე მიუღებელს უწოდებს
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება რუსული უწყების ინიციატივას, რომ საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დაიწყოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება "სრულიად მიუღებელია".

„საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა", - ამბობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მთავრობას სთავაზობს, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.

მთავარი ფოტო: Shutterstock
კომენტარები